საზოგადოება
საქართველოში ერთდროულად ორი მიწისძვრა მოხდა

წინასწარი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტანში, შემდეგ კი ლაგოდეხის ჩრდილოეთით, 7კმ-ში სოფელ ხიზაბავრასთან, 4,2 და 4 ბალის მაგნიტუდის ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
მიწისქვეშა ბიძგები 20:38 საათზე დაფიქსირდა.
პირველი ბიძგის ეპიცენტრი 25 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, მეორის – 10 კილომეტრის სიღღმეზე.
ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.