კულტურა

სომხეთი და საფრანგეთი კვლევას ჩაატარებენ გენოციდის პრევენციის მიზნით

სომხეთის ეროვნულ არქივსა და შოაჰის მემორიალურ ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს სომეხი და ებრაელი ხალხების გენოციდების შესახებ კვლევების სფეროში ინფორმაციის და ურთიერთსაინტერესო საარქივო დოკუმენტების გაცვლას და მათ საფუძველზე ერთობლივი გამოფენების ორგანიზებას. “არმენპრეს”-ის უწყებით, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა 24 სექტემბერს საფრანგეთის საელჩოში, ეროვნული არქივის დირექტორის ამატუნი ვირაბიანისა და შოაჰის მემორიალური ფონდის დირექტორის ჟაკ ფრეჯის მიერ. ასევე ესწრებოდა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში ჯონათან ლაქოთი. ამატუნი ვირაბიანმა აღნიშნა, რომ მან უკვე განიხილა ჟაკ ფრეჯთან უახლოეს მომავალში განსახორციელებელი გეგმები. ”ჩვენს არქივში ბევრი დოკუმენტი გვაქვს, მაგრამ უამრავი მასალა არსებობს სომხეთის გენოციდთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ასურეთის, იეზიდების გენოციდთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც ასევე შევა ჩვენს ერთობლივ ნამუშევრებში”,-აღნიშნა არქივის დირექტორმა.

ხელშეკრულება, რომელიც ხუთი მუხლისგან შედგება, დაიდო ხუთი წლის ვადით, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ხუთი წლით.

ნახეთ მეტი
Back to top button