საზოგადოება

სომხეთში გამოცხადდა პირობითი საომარი მდგომარეობა და დაიწყო შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნები

სომხეთის რესპუბლიკაში  პირობითი საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ 24 სექტემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა სამველ ასატრიანმა.

„ სომხეთის  შეიარაღებული ძალების მომზადების  2019 წლის გეგმის თანახმად, დღეს სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო ფართომასშტაბიანი სტრატეგიული ვარჯიშები  თემაზე “შეიარაღებული ძალების განლაგება და მტრის აგრესიის შეკავება”, რომელიც ასევე მოიცავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. შეიარაღებული ძალების სამეთაურო ორგანოები  და ჯარები მოყვანილია საბრძოლო მზადყოფნის დონეზე“, – თქვა ასატრიანმა.

წვრთნების  მიზანია  სომხეთის  შეიარაღებული ძალების განლაგების და საბრძოლო მომზადების პრაქტიკული შემოწმება, ჩართული ძალებისა და რესურსების წვრთნა, სომხეთის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მიერ სამობილიზაციო დავალებების შესრულება, რესურსების შესაძლებლობების შესწავლა და დახვეწა, შტაბების ქმედებების კოორდინაცია.

წვრთნები გაგრძელდება 5 ოქტომბრამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button