პოლიტიკა

სომხეთში ჩამოყალიბდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტიტუციური სისტემა

ერევანში გაიმართა ღონისძიება “ანტიკორუფციული კონფერენცია 2019”, რომელშიც მონაწილეობდნენ სრ ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი, სრ იუსტიციის მინისტრი რუსტამ ბადასიანი, ასევე 120-მდე წარმომადგენელი შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, არგენტინადან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან.

როგორც იუწყებიან სრ იუსტიციის სამინისტროდან, შეეხო რა მთავრობის განსახილველად წარდგენილ ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტს, სრ იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა გამოყო კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური სისტემის შექმნა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისათვის მთავრობას გააჩნია საკმარისი პოლიტიკური ნება. როგორც ამ სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტი, იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში კორუფციის პრევენციის კომისიის შექმნას და მის ეფექტურ მუშაობას, ინსტიტუციურ სისტემაში ანტიკორუფციული სამართალდამცავი ორგანოს შექმნას და კორუფციის ხასიათის დანაშაულების გამოძიების სპეციალური ანტიკორუფციული ორგანოსთვის  დაქვემდებარებას.

მინისტრმა ბადასიანმა მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მთავრობამ მიიღო ვალდებულება მიიღოს ყველა ეფექტური ზომა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ”ეფექტური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის სათანადო ინსტრუმენტების მიწოდება, ხელს შეუწყობს სომხეთში ბიზნესის განვითარებას და ინვესტიციის გარემოს გაუმჯობესებას,” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button