მთავარიპოლიტიკა

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრისას განიხილა რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები

საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი,  რომელიც ნიუ – იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას ესწრება, შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში, როზმარი დიკარლოს

მინისტრმა  წარმოადგინა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესი, რომელიც ხალხის ფართო მანდატის საფუძველზე ემყარება ქვეყანაში კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების განმტკიცებას, ასევე სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორციელებას. როგორც პრიორიტეტი, ხაზი გაესვა ეკონომიკური რევოლუციისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფას.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალურ და საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე.

მინისტრმა მნაცაკანიანმა  როზმარი  დიკარლოს ესაუბრა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ, ასევე წარმოადგინა სომხეთის პრინციპული პოზიცია და მიდგომები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში.

ნახეთ მეტი
Back to top button