პოლიტიკა

თბილისში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღება

სომხეთის საელჩომ საქართველოში მოაწყო ოფიციალური მიღება და სადღესასწაულო კონცერტი, სრ სახელმწიფო ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში სომხეთის საელჩო.

კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ოთხი ათეული ქვეყნის ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის სხვა წავმომადგენლები, სასულიერო პირები, სომეხი და ქართველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები და საქართველოში სომხური საზოგადოების წარმომადგენლები.

სომხეთის ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა ისაუბრა სომხეთში მიმდინარე რეფორმებზე, ამასთან, ასევე, ისაუბრა სომხეთის საგარეო პოლიტიკის მიღწევებზე.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის საელჩოს ინიციატივით, საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს, 21 სექტემბერს, თბილისის სატელევიზიო კოშკი განათებული იყო სომხეთის დროშის ფერებით, გარდა ამისა, იმავე დღეს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისის რეკლამებში წარმოდგენილი იყო აგრეთვე მილოცვები და პლაკატები სომხეთის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button