მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და ჩეხეთის პრემიერ- მინისტრებმა განიხილეს ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები

შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის დროს პრემიერ -მინისტრი ნიკოლ  ფაშინიანი გაეროს შტაბბინაში შეხვდა ჩეხეთის პრემიერ- მინისტრს  ანდრეი ბაბიშს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ტექნოლოგიების, დიგიტალიზაციისა და მომსახურების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს.

სომხეთისა და ჩეხეთის  პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონალურ განვითარებასა და გამოწვევებზე.

სომხეთის პრემიერ -მინისტრმა ხაზი გაუსვა  ჩეხეთის რესპუბლიკის დაბალანსებულ პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button