პოლიტიკა
სომხეთში მიმდინარეობს დსთ “არარატი–ანტიტერორიზმი -2009” -ს სამხედრო წვრთნების საბოლოო ეტაპი

სომხეთში მიმდინარეობს დსთ-ს “არარატი–ანტიტერორიზმი -2009” -ს ერთობლივი ანტიტერორისტული სამხედრო წვრთნები. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული უსაფრთხოების სამსახური.
სწავლება ტარდება თანამეგობრობის 7 ქვეყნის ტერიტორიებზე და მიზნად ისახავს საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სწავლებაში მონაწილეობენ ბელორუსის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის უსაფრთხოების სამსახურები და სპეცსამსახურების განყოფილებები, სომხეთში მიმდინარეობს ორი ბოლო ეტაპი.
ერევანში ასევე გაიმართება დსთ-ს წევრ–ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოების და ანტიტერორისტული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა შეხვედრა.