პოლიტიკა

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გაავრცელესა განცხადება, რომელშიც კერძოდ აღინიშნება: ”თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს ზაფხულის განმავლობაში ძალადობის შემცირების მიზნით მხარეთა ძალისხმევის დადებითი შედეგები, მათ შორის, არსებული პირდაპირი კომუნიკაციების გამოყენება და ღრმა სინანული გამოხატეს ბოლოდროინდელ მსხვერპლთან დაკავშირებით”.
თანათავმჯდომარეებმა და სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ამ განცხადების თანახმად, განაგრძეს დისკუსიები დაძაბულობის შესამცირებელი და მშვიდობისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შენარჩუნების, აგრეთვე არსებითი მოლაპარაკებებისათვის ხელსაყრელი  დამატებითი ზომების მიღებაზე.

კიდევ ერთხელ დაადასტურეს რა მათი 9 მარტის განცხადება, თანათავმჯდომარეებმა მხარეებს მოუწოდეს მინიმუმამდე დაიყვანონ ისეთი რიტორიკის გამოყენება, რაც პროვოკაციული ან ზიანის მომტანია მოლაპარაკებების შედეგების მისაღწევად.
თანათავმჯდომარეები გეგმავენ უახლოეს მომავალში ეწვიონ რეგიონს.

ნახეთ მეტი
Back to top button