პოლიტიკა

ნ. ფაშინიანი. თურქეთი ჩვენს რეგიონში კვლავ არასტაბილურობისა და დაძაბულობის წყაროა

თურქეთი ჩვენს რეგიონში კვლავ არასტაბილურობისა და დაძაბულობის წყაროდ რჩება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში.

”სომხეთის წინა მთავრობამ დიდი ძალისხმევა გაიღო თურქეთთან ურთიერთობის დასამყარებლად, როგორც 1990-იანი წლების დასაწყისში, ასევე 2008-2009 წლებში.

მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ტრაგიკული წარსულის მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებულიყო თურქეთთან წინაპირობების გარეშე. მაგრამ ეს ძალისხმევა  უპასუხოდ დარჩა, თურქეთმა უარყო და სპეკულაციაც კი მოახდინა, ჯერ ხელი მოაწერა, შემდეგ კი უარი თქვა ციურიხის ოქმების რატიფიკაციაზე.

დღეს, სომხეთის გენოციდიდან 104 წლის შემდეგ, თურქეთი განაგრძობს სომეხთა მიმართ მტრულ პოლიტიკას მისი სახმელეთო საზღვრების დახურვით, აზერბაიჯანისთვის პოლიტიკური და სამხედრო დახმარების გაწევით სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, და  ყველაზე სამწუხაროა, რომ  ამართლებს სომხეთის გენოციდს. ჩვენ რეგიონის მკვიდრნი ვართ და უხსოვარი დროიდან ვცხოვრობთ აქ. ჩვენ გადავურჩით გენოციდს და ვაშენებთ დემოკრატიულ, მშვიდობიან და სიცოცხლისუნარიან სახელმწიფოს. ეს არის რეალობა, რომელიც თურქეთმა უნდა მიიღოს, შეწყვიტოს იყოს მუდმივი საფრთხე სომხეთისა და სომეხი ხალხისათვის, ”- განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button