მთავარიპოლიტიკა

საქართველო და ირანი ჩვენი სტრატეგიული მეზობლები არიან: ნ. ფაშინიანის გამოსვლა გაეროს ტრიბუნიდან

ნიუ – იორკში სამუშაო ვიზიტის დროს პრემიერ -მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე გაეროს შტაბბინაში.როგორც გვაუწყეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან   ნიკოლ ფაშინიანმა თქვა:  „მეზობლებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის სხვადასხვა  დაძაბულობა ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაში გვაყენებს. რუსეთი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, საქართველო და ირანი კი ჩვენი სტრატეგიული მეზობლები არიან. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული დღის წესრიგი და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან.

ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა ჩვენს პარტნიორებთან ერთად უთანხმოების  ბადეში მოხვედრა, რადგან შესაძლებელია, რომ ჩვენ რომელიმე მათგანმა, ან უფრო უარესი ყველამ ერთად აღგვიქვას არასწორად.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საიმედო  პარტნიორი და  კარგი მეგობარი  ვიყოთ ყველასათვის,  არ  გვსურს  რომელიმე მათგანთან ურთიერთობას  ზიანი მივაყენოთ.  ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკური გარემო უფრო უსაფრთხო გახდეს“.  

ნახეთ მეტი
Back to top button