პოლიტიკა

სომხეთი მტკიცედ რჩება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული. ზოჰრაბ მნაცაკანიან

სომხეთი კვლავ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება  და აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულებით განხორციელებულ საერთაშორისო და რეგიონალურ ქმედებებში. ამის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას თემაზე ”რეგიონალურ და სუბრეგიონალურ ორგანიზაციებთან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით კუხო-ს, დსთ-ს და შთო-ს წვლილი ტერორიზმის საფრთხის დაძლევაში” განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.  ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგარეო უწყება.

”ჩვენ დიდად ვაფასებთ არსებულ თანამშრომლობის პლატფორმებს, რომლებიც ორიენტირებულია ტერორიზმის პრევენციასა და დაძლევაში ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერებაზე და დიალოგის გაუმჯობესებაზე. სომხეთი აგრძელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციებისა და მისი დამატებითი ოქმების, აგრეთვე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების სრულყოფილ განხორციელებას. სომხეთი  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების დამცველად რჩება, მიუხედავად მისი გეოგრაფიისა, ძირითადი მოტივაციისა და მიზეზებისა.   ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ტერორიზმი არ უნდა იყოს ასოცირებული რომელიმე კონკრეტულ ცივილიზაციასთან, რელიგიასთან, ხალხთან ან ეთნიკურ ჯგუფთან. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმ შემთხვევებით, რომ  მთლიანი სათვისტომოები ხდება სამიზნე,  მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მიეკუთვნებიან კონკრეტულ ეთნიკურ ან რელიგიურ ჯგუფს. კულტურული ძეგლების მიმართ გულდასმით დაგეგმილი სისასტიკე და ვანდალიზმი, ისევე როგორც არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება ერაყსა და სირიაში, აშკარა მაგალითები და მთელი კაცობრიობისთვის შეშფოთების სერიოზული მიზეზია. ” -აღნიშნა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button