მთავარიპოლიტიკა

ჩვენ აღარ მოვითმენთ სომეხთა გენოციდის საფრთხეს, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღში. ნ. ფაშინიანი

ყარაბაღის გადაუჭრელი კონფლიქტი ჩვენი ერისთვის უსაფრთხოების გამოწვევა და სერიოზული წინააღმდეგობაა რეგიონალური განვითარებისთვის. ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიზეზების წარმოდგენისას ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა: ”მთიანი ყარაბაღის ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავიანთი უფლებებით და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისევე, როგორც სომხეთში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა ან მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა ადამიანმა.

აქამდე, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას არ შეუსრულებია რაიმე ვალდებულება, ყველასთვის მისაღები გამოსავლის საპოვნელად. ამის ნაცვლად, ჩვენ გვესმის ომის აშკარა ან სავარაუდო მუქარა.

აზერბაიჯანი ასევე უარს ამბობს მთიანი ყარაბაღის ხალხთან და მათ წარმომადგენლებთან დიალოგზე და ცდილობს შეაფერხოს კონფლიქტის ზონის მოსახლეობის ნებისმიერი კონტაქტი და ურთიერთქმედება გარე სამყაროსთან. ასეთ პირობებში, გასაკვირი არ უნდა იყოს აზერბაიჯანისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხი ეყრდნობა მხოლოდ სომხეთს, როგორც გადარჩენისა და განვითარების ერთადერთ გარანტიას.

ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ აღარ მოვითმენთ სომეხთა გენოციდის საფრთხეს, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღში. ”

ნახეთ მეტი
Back to top button