მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ვეწინააღმდეგებით გამყოფ ხაზებს და დაპირისპირების პოლიტიკას. ნ. ფაშინიანი

სომხეთი გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას საერთაშორისო თანამშრომლობაში, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების, მდგრადი განვითარების ხელშეწყობის და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე გაეროს შტაბბინაში.

”ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, გავუძლოთ გლობალურ გამოწვევებს და ჩვენი ხალხებისთვის  უზრუნველვყოთ პროგრესი და კეთილდღეობა.

ჩვენ  გამყოფი ხაზებისა და დაპირისპირების პოლიტიკის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით დახურულ საზღვრებს, რომლებიც უაზრობაა XXI საუკუნეში, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს რეგიონში.

როგორც ერი, რომელმაც განიცადა გენოციდის საშინელება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ურთიერთგაგებას და მშვიდობას ჩვენს არასტაბილურ რეგიონში. სამხედრო უპირატესობის არარეალურ იმედებზე დაყრდნობილ ესკალაციისა და შეიარაღების მარათონის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში მომავალი არ აქვს”.

ნახეთ მეტი
Back to top button