პოლიტიკა

ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ჩვენ პროგრესი დავაფიქსირეთ მრავალ სფეროში. ნ. ფაშინიანი

ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია კოლუმბიის უნივერსიტეტს. მსოფლიო ლიდერთა ფორუმის ფარგლებში შედგა სომხეთის პრემიერ მინისტრის შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან.
როგორც იუწყებიან სრ  პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, თავის გამოსვლაში ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ადგილის მქონე ხავერდოვანმა რევოლუციამ დემოკრატიის გზა გაუხსნა სომხეთს.
”ფორმირების პირველი დღიდანვე, სომხეთის ახალმა მთავრობამ, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო 25 წლის განმავლობაში შემდგარი ყველაზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, წამოიწყო რეფორმების პრეტენციზიული  დღის წესრიგის განხორციელება.
ყოვლისმომცველი რეფორმები მრავალი გზით ხორციელდება, რაც გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ფუნდამენტურ სფეროზე. ჩვენი რეფორმების საბოლოო მიზანია კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ მმართველობაზე დაფუძნებული ძლიერი საშუალო ფენის მქონე დემოკრატიული საზოგადოების შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების განვითარება.

ჩვენ პროგრესი დავაფიქსირეთ მრავალ სფეროში. დღეს სომხეთი ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია პრესისა და შეკრების თავისუფლება. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად გადაშლილია საარჩევნო თაღლითობებისა და სისტემური კორუფციის გვერდი”,- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა კვლავაც მნიშვნელოვანი საკითხია სომხეთში, ამიტომ, სასამართლო სისტემის რეფორმა გააძლიერებს რევოლუციის მიღწევებს.

ნახეთ მეტი
Back to top button