საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გუშინ სამცხე-ჯავახეთს ეწვია, სადაც პირველჯერ გაიმართა „ევროპის დღე“, რითაც ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას რეგიონის მიმართ. ამის სესახებ ცნობას აქვეყნებს euneighbours.xn – eu – ife.
ელჩი ახალქალაქში ეწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს – ახალქალაქის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფს (LAG), პროექტი აერთიანებს კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს .
ელჩმა ჰარცელმა ახალქალაქის მერთან იურიკ უნანიანთან ერთად გახსნა ევროპის დღე ახალქალაქის მოედანზე. ღონისძიებას დაახლოებით 1000 ადამიანი დაესწრო, ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ქვეყნების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების და ადგილობრივი პროექტების გაცნობის თვალთახედვით, ისევე როგორც ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.