კულტურა

ერევანი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებს

საქველმოქმედო ფონდის “ჩემი ნაბიჯი” და არასამთავრობო ორგანიზაციის “კულტურული ტურიზმის განვითარების ასოციაციის” ერთობლივი ინიციატივით, ფესტივალ “სილქ ნოუთ”- ის (Silk Note) ფარგლებში, ერევანი ნოემბერში უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებს.

6 ნოემბერს გაიმართება “გრემის” ჯილდოს მფლობელისა და პოპულარული “ბრიტს”-ის ნომინანტის, მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის ” Jamiroquai “-ის კონცერტი, ხოლო 8 ნოემბერს საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის პლატფორმა უმასპინძლებს ერთ-ერთ ცნობილ  ბენდს “Parov Stelar”- ს. ჯგუფი “Amadeus Austrian Music Awards”-ის გამარჯვებულია.

10 ნოემბერს სომხეთის პუბლიკის წინაშე წარსდგება გიტარისტი, როგორც მას უწოდებენ, “გიტარის მეფე” ალ დი მეოლა, რომელსაც მიღებული აქვს მრავალი უმაღლესი ჯილდო და მსოფლიოში სამ ყველაზე ცნობილ გიტარის ოსტატთაგანია.

ნახეთ მეტი
Back to top button