
სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დღეს, ვიზიტის მესამე დღეს, დელეგაცია ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის ლენა ნაზარიანის ხელმძღვანელობით ეწვია თბილისის N 103 სკოლას, შემდეგ კი პეტროს ადამაიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს.
სომხური ჯგუფის ვიზიტი საქართველოში სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატით, 25 სექტემბერს დაიწყო. ეს არის ამ მოწვევის პარლამენტების პირველი შეხვედრა ამ ფორმატით. სომხური ჯგუფის ვიზიტი დასრულდება, 27 სექტემბერს.