ეკონომიკამთავარი

სომხეთი კვლავ რჩება მაღალი ეკონომიკური ზრდის დომენში

2019 გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა ეკონომიკური აქტივობის 7.6%, რაც ნიშნავს, რომ სომხეთი რჩება მაღალი ეკონომიკური ზრდის დომენში, – წერს პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

პრემიერ- მინისტრის განცხადებით, 2019 წლის აგვისტოს შედეგები შემდეგია:

ეკონომიკური საქმიანობის მაჩვენებელი – 7%

ინდუსტრიის ზრდა – 9,5 %

მშენებლობის ზრდა – 4,4 %

სავაჭრო ბრუნვის ზრდა – 9%

მომსახურების ზრდა – 15,5%

საშუალო ხელფასის  ზრდა – 5,7%

ექსპორტის ზრდა – 4,6 %

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აგვისტოში ადგილი ჰქონდა ფასების გარკვეულ  დაწევას.

„ზოგადად, სომხეთში  კვლავ ინფლაციის დაბალი დონეა, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის და ჩვენ ყველამ  უნდა ვიმუშაოთ უფრო მაღალი მაჩვენებლებისთვის“, წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button