ეკონომიკამთავარი

სომხეთში დაიწყება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი. ერევანში ჩამოვლენ 7 ქვეყნის ლიდერები

1 ოქტომბერს სომხეთში დაიწყება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი. ერევანში ჩამოვლენ 7 ქვეყნის ხელმძღვანელები, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  წევრ-ქვეყნების 4 ხელმძღვანელი, დამკვირვებლის სტატუსის მქონე მოლდოვის პრეზიდენტი,  ასევე სინგაპურის პრემიერ-მინისტრი და ირანის პრეზიდენტი.

”ირანმა ამ ბოლო დროს გამოაცხადა, რომ მან უკვე დაასრულა თავისი შიდა სარატიფიკაციო პროცესი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 27 ოქტომბერს ძალაში შედის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთადერთი წევრ-სახელმწიფოა, რომელსაც აქვს სახმელეთო საზღვარი ირანთან. სინგაპურთან ასევე გაფორმდება ვაჭრობის ხელშეკრულება,”- ”რადიოლურის სასტუმრო დარბაზში” განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ ქოჩარიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში აზერბაიჯანის დამკვირვებლად მიღების პერსპექტივაზე. შავარშ ქოჩარიანის სიტყვებით, აზერბაიჯანს ვერ ექნება პრეტენზია ასეთ სტატუსზე, რადგან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  წესდებაში აღნიშნულია, რომ ვერცერთი დამკვირვებელი ქვეყანა ვერ შეძლებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ზიანს მიაყენებს კავშირის რომელიმე წევრ- სახელმწიფოს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close