საზოგადოება

„უჭმელობისგან დაუძლურებულია“- საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგო შოკურ მდგომარეობაშია

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი ათენში სახლიდან შაბათს, 13:00 საათზე გავიდა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საბერძნეთში ხუთი დღის წინ დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი პორტთან ერთ-ერთმა გამვლელმა შოკურ მდგომარეობაში იპოვა, ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

ახლობლების თქმით, დაკარგული კი­თხვებ­ზე მხო­ლოდ იმას პა­სუ­ხობ­და, რომ სა­ლო­მე ჰქვია. გო­გო­ნა ათე­ნის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც ტე­ლე­ვი­ზი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს და­კარ­გუ­ლის პოვ­ნის თა­ო­ბა­ზე, ოჯახ­ში კი სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­რე­კეს და სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. დე­დამ უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა და­კარ­გუ­ლი შვი­ლი.

და­კარ­გულს უჭ­მე­ლო­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად ის რამ­დე­ნი­მე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რებს. 32 წლის გო­გი­ნაშ­ვილს ოჯა­ხი 4 დღე ეძებ­და. სად იმ­ყო­ფე­ბო­და ის ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი ათენში სახლიდან შაბათს (21/09), 13:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ ახლობლები ეძებდნენ. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.

ნახეთ მეტი
Back to top button