პოლიტიკა

ცნობილია სინგაპურის პრემიერ მინისტრის სომხეთის ვიზიტის დღის წესრიგი

28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა სინგაპურის სამთავრობო დელეგაცია  პრემიერ მინისტრ ლი სიენ ლუნის ხელმძღვანელობით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ადგილი ექნება ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრების შეხვედრას, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის ისინი გააკეთებენ მოლაპარაკებების შედეგების შემაჯამებელ განცხადებებს.

ასევე დაგეგმილია სინგაპურის პრემიერ–მინისტრის შეხვედრები  სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან, მის უწმინდესობა სრულიად სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან, ეროვნული კრების სპიკერ არარატ მირზოიანთან.

სინგაპურის პრემიერ მინისტრი ლი სიენ ლუნი ეწვევა წიწერაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს, სადაც პატივს მიაგებს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

სინგაპურის პრემიერ მინისტრი ერევანში, 1 ოქტომბერს, ასევე მონაწილეობას მიიღებს  ევრაზიის უმაღლესი საბჭოს  სხდომაში, გაფართოებული შემადგენლობით, რომლის დროსაც გათვალისწინებულია ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებასა და სინგაპურს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნიის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია.

ნახეთ მეტი
Back to top button