ეკონომიკა
ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა სომხეთს

ბელორუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ევრაზიის ეკონომიკურ უმაღლეს საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ეწვევა სომხეთს.
სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრა გაიმართება ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. სხდომის დღის წესრიგი მოიცავს დაახლოებით ერთნახევარ ათეულ საკითხს. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან, ფინანსურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ, ასევე ენერგეტიკულ საკითხებს, საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას.