ეკონომიკა

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ერევანში გამართულ კონფერენციაზე „ევრაზიის კონტინენტის სატრანზიტო პოტენციალი“

ერევანში დაიწყო ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “ევრაზიის კონტინენტის სატრანზიტო პოტენციალი”. სრ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უწყებით, ღონისძიება  მოეწყო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ინიციატივით  ევრაზიის ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომის ფარგლებში.

კონფერენცია გაიმართება პანელ-დისკუსიების სახით, მოხსენებით გამოვლენ  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები: ვიცე პრემიერ- მინისტრები, ტრანსპორტის სფეროს კოორდინატორი მინისტრები, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კოლეგიის თავმჯდომარე და მინისტრები, საავტომობილო გადაზიდვების  საერთაშორისო ასოციაციები, ბიზნეს საზოგადოებებისა და და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანია შეიქმნას პლატფორმა  ევრაზიის კონტინენტის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების განსახილველად, წამოყენებული იქნეს არსებული გამოწვევები და ხარვეზები, მოძიებული იქნეს ურთიერთგამომრიცხავი და აქტუალური გადაწყვეტილებები რეგიონში არსებული პოტენციალის რეალიზებისათვის.

საერთაშორისო კონფერენციის დახურვის ცერემონიალს დაესწრებიან ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები. კონფერენციის შემდეგ გამოქვეყნდება დეკლარაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close