ნიკოლ ფაშინიანი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და დივერსიფიკაცია უზრუნველყოფს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საქონელბრუნვის გაზრდას
სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარეობის დროს, სომხეთმა ძალ-ღონე არ დაიშურა ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკის შემდგომი უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც შეიძლება დამატებითი სტიმული გახდეს ჩვენს ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისთვის. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას, სახელწოდებით “ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენციალი” და დასძინა: ”ამ კონტექსტში ერთ-ერთი მთავარი სფეროა ევრაზიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და დივერსიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიგნით საქონელბრუნვის ზრდას და საქონლის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება ირანთან, ვიეტნამთან, ჩინეთთან, სინგაპურთან, ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებების მოსალოდნელი გაფორმება სერბეთთან, ეგვიპტესთან და ინდოეთთან არა მხოლოდ გააძლიერებს კავშირის ეკონომიკურ პოტენციალს მსოფლიო ეკონომიკაში მისი სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფით, არამედ გააფართოებს სატრანსპორტო საშუალებების გეოგრაფიას და კონტინენტის სატრანზიტო პოტენციალს“.