პოლიტიკა
სინგაპურის პრემიერ მინისტრმა წიწერაკაბერდში პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლის ხსოვნას

სრ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, სინგაპურის პრემიერ მინისტრი ლი სიენ ლუ ეწვია წიწერნაბაბერდის მემორიალურ კომპლექსს, სადაც პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. “არმენპრეს”-ის გადმოცემით, “სინგაპურის პრემიერ მინისტრმა გვირგვინით შეამკო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ძეგლი და ყვავილები დააწყო მარადიულ ცეცხლთან.
ლი სიენ ლუ ეწვია სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს, სადაც ჩანაწერი გააკეთა მემორიალურ წიგნში.
”სომეხმა ხალხმა გამოიჩინა დიდი ნება და გამბედაობა 1915 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. გისურვებთ მარადიულ მშვიდობას, უსაფრთხოებას და ჰარმონიას”,- დაწერა პრემიერ მინისტრმა.