ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება სინგაპურის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ლი სიენ ლუნის ხელმძღვანელობით. ორმხრივი ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებს შორის გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია. სომხეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და სინგაპურს საერთო ინტერესები გააჩნიათ.
„ჩვენი ქვეყნები არ არიან მდიდარი ბუნებრივი რესურსებით და თავიანთი განვითარების სტრატეგიას ამყარებენ ადამიანური კაპიტალის ეფექტურად გამოყენებაზე. ცოდნა, განათლება და ინოვაცია, შრომისმოყვარეობა და ოპტიმიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარების გარანტი და მამოძრავებელი ძალაა”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო სტრუქტურებში, კერძოდ გაეროს ფარგლებში, ეფექტური თანამშრომლობის გაფართოებაზე.
სინგაპურის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მან თავის სომეხ კოლეგასთან ისაუბრა ორმხრივი კავშირების გაფართოების შესაძლებლობებზე, მათ შორის გაცვლასა და სასწავლო ვიზიტებზე.
„ჩვენ განვიხილეთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირ-სინგაპურს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და წინა შეხვედრის შემდეგ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საშუალებას გვალევს ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას ამ ვიზიტის დროს. სომხეთი სინგაპურისთვის ძლიერი და მნიშვნელოვანი პარტნიორია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში. ”- თქვა ლი სიენ ლუნმა.