ეკონომიკა

სომხეთი შეიძლება გახდეს ელექტროენერგიის რეგიონალური კვანძი. ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი შეიძლება გახდეს ელექტროენერგიის რეგიონალური კვანძი, რომელიც გააერთიანებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ირანის ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო ბაზარს. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  ერევანში მიმდინარე ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით “ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენციალი”.
”თავისი გეოგრაფიული მახასიათებლების გათვალისწინებით, სომხეთი მზადაა ძალღონე არ დაიშუროს ახალი ბაზრების მისაწვდომლობის, აგრეთვე საჭირო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად უახლოეს მომავალში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების კონტექსტში. ტრანსპორტის სფეროში სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების გარდა, სომხეთი ასევე შეიძლება გახდეს ელექტროენერგიის რეგიონალური კვანძი, რომელიც გააერთიანებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს და ირანის ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო ბაზარს ”,- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button