სომხეთს ეწვია მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი

სომხეთში ჩამოვიდა მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი. როგორც იუწყება “არმენპრეს”-ი, იგორ დოდონი, როგორც დამკვირვებელი ქვეყნის მეთაური 1 ოქტომბერს ერევანში მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოს გაფართოებულ სხდომაში.
ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომას დაესწრებიან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები: სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჟომარტ-ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი დაევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე ტიგრან სარგსიანი.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან როჰანი და სინგაპურის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლი სიენ ლუ იმყოფებიან მოწვეული ქვეყნების ხელმძღვანელთა სტატუსით.