პოლიტიკა
განხილულ იქნა სომხეთსა და მოლდოვას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს იგორ დოდონს, რომელიც სომხეთს ეწვია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უზენაესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.
სომხეთის მთავრობის განცხადებით, პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა დოდონმა განიხილეს სომხეთსა და მოლდოვას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, აგრეთვე დნესტრისპირეთში არსებულ ვითარებას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობას რეგიონალური სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების კონტექსტში და ურთიერთდახმარება გამოხატეს ამ პროცესში.