პოლიტიკა

ევროკავშირი და ევროსაბჭო სომხეთში ორი პროექტის განხორციელებას გეგმავენ

ევროკავშირის დელეგაციამ და ევროსაბჭომ  პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის პროგრამების მეორე ტურის საკოორდინაციო კომიტეტის პირველ შეხვედრაზე წარადგინეს 2019-2021 წლების გეგმ.

„არმენპრესის“ უწყებით, სომხეთის რესპუბლიკაში განსახორციელებელი ორი პროექტი დაფინანსდება ევროკავშირის (80%) და ევროპის საბჭოს (20%) დაფინანსებით, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2.2 მილიონი ევროს შეადგენს.პროგრამებით გათვალისწინებულია  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი თავიდან აცილება,   ინსტიტუციური გაძლიერების გზით სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა, სომხეთში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის განმტკიცება,  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის თანადგომა.

ნახეთ მეტი
Back to top button