
სომხეთში ჩამოსული სტუმრების დონე და მრავალრიცხოვნება მიუთითებს სომხეთის ახალი მთავრობისა და თავად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესტიჟზე, არა მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ვლადიმერ კარაპეტიანმა „არმენპრესის“ კორესპოდენტთან საუბრისას. „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში ადგილი ექნება ორმხრივ მოლაპარაკებებს, რომელიც საშუალებას მისცემს სომხეთს აამაღლოს ურთიერთობების დონე ირანთან, სინგაპურთან, მოლდოვასთან და ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანასთან. ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ჩვენი ქვეყანა უმაღლეს დონეზე ატარებს და დანარჩენს სახელმწიფოებს უჩვენებს მის მძლავრ პოტენციალს და დიდ პოლიტიკურ ნებას, რაც ხელს უწყობს ამ სტრუქტურის რეპუტაციას და საერთაშორისო აღიარებას. სომხეთის მონაწილეობით ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის გაძლიერება ჩვენს ინტერესებში შედის და ჩვენ