ეკონომიკა

სომხეთის ვიცე-პრემიერ მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში წამოაყენა საკითხი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანების თავმოყრის შესახებ

სომხეთის ვიცე პრემიერ მინისტრმა მჰერ გრიგორიანმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომაზე  აღნიშნა, რომ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგების და მანქანების დაგროვების საკითხი წარმოადგენს დაბრკოლებას ევროკავშირის  შიდა ბაზრის განვითარებისათვის. როგორც  „არმენპრესს“  აცნობეს ვიცე პრემიერმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საგანგებო საკითხი დააყენა.

გრიგორიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება ხსენებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად.

რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელის  პირველმა მოადგილემ, ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა და რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ რუსლან დავიდოვმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ პრობლემა დაკავშირებულია  აწონვის პროცედურასთან  და გადატვირთვასთან. რუსული მხარის განცხადებით, საგუშაგოზე ამჟამად 450 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელთა გაშვება იგეგმება 1 ოქტომბრის საღამოს. სომხეთისა და რუსეთის  მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ ოპერატიული კავშირი და ყველა საკითხის მოგვარება მოახდინონ მაქსიმუმ ორ დღეში, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია ვითარების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button