ეკონომიკა

სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია ყაზახეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებით. ნ. ფაშინიანი

პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ ჟომარტ ტოკაევს. სომხეთის მთავრობის უწყებით, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია ყაზახეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით და არსებობს დიდი პოტენციალი, რომლის რეალიზაციისთვის საჭიროა თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა.

ნიკოლ ფაშინიანმა და კასიმ ჟომარტ ტოკაევმა განიხილეს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში ორმხრივი ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა ურთიერთექსპორტისა და იმპორტის მოცულობის გაზრდის თვალსაზრისით განიხილეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და არსებული პრობლემების გადალახვის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, კუხოს, გაეროსა და სხვა პლატფორმებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close