ფაშინიანმა და როჰანიმ განიხილეს სომხეთ-ირანის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხთა მთელი რიგი

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰასან როჰანის, რომელიც სომხეთს ეწვია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უზენაესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.
როგორც გვაცნობეს სომხეთის მთავრობიდან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კარგი იყო და კვლავაც ასევე გრძელდება, ხოლო სომხური მხარის პოზიცია არის ის, რომ ირანთან ურთიერთობები უნდა იყოს რაც შეიძლება შორს გეოპოლიტიკური გავლენისგან.
ჰასან როჰანიმ აღნიშნა: ”ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთთან, როგორც მეგობარსა და მეზობელთან ურთიერთობების განვითარებასა და გაფართოებას ყველა სფეროში. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა თქვენს მთავრობასთან ახალი პროექტების შემუშავებისა და ხორცშესხმის მიმართულებით, გავაფართოოთ გაზი–ელექტროენერგიის მიმართ პროექტის მოცულობა. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ სომხეთში გაზის, ქარის და მზის საშუალებით ელექტროენერგიის წარმოების პროექტების განხორციელებისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ ენერგეტიკის სფეროში რეგიონალური პროექტების განხორციელებით და ინფრასტრუქტურის განვითარებით”.
პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მიესალმა ირანული მხარის მზადყოფნას გაზი-ელექტროენერგიის მიმართ პროგრამის გაფართოებისათვის. სომხეთის პრემიერ–მინისტრმა და ირანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს დაავალეს, უმოკლეს ვადებში შეიმუშაონ და წარადგინონ წინადადებები ამ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისთვის.
მხარეები ასევე შეეხნენ რკინიგზის, მაღალი ტექნოლოგიების, საბაჟო, მეცნიერების, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან მიერთების სატრანზიტო მიმართულებების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე განიხილეს რეგიონალური მნიშვნელობის სხვა საკითხები, შეეხნენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესს.