
ირან-ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თანამშრომლობის ხელშეკრულება ახალ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ირანულ, ისე სომხურ ბიზნესსაც. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა პრესკონფერენციაზე ერევანში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ.
„ზოგადად, ჩვენ ამ საკითხს ვხედავთ არა მხოლოდ ირან-სომხეთის ურთიერთობების კონტექსტში, არამედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ირანის კონტექსტში. რა თქმა უნდა, როგორც ირანში, ისე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არის უზარმაზარი ბაზრები და არსებობს მრავალი შესაძლებლობა, რომელთა გამოყენება დღეს აუცილებელია.ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ბიზნესის წინ წაწევას და უფრო აქტიურად შევძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენებას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ განვითარდება სომხეთის სატრანზიტო პოტენციალიც. ამჟამად ჩვენ ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შედეგად გააქტიურდება ირან-ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ამ კონტექსტში ასევე გააქტიურდება ირან-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც ”, -აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.