
ევრაზიის უზენაესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა: ”ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები. რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთვის და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა უფრო და უფრო მტკიცდება”.
ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული ხასიათი და აღნიშნა, რომ ისინი განმტკიცდა არა მხოლოდ ბოლო წლების და ათწლეულების მოვლენებით, არამედ ორი ხალხის ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა განიხილეს ორმხრივი დაინტერესების მქონე საკითხთა ვრცელი სპექტრი. კერძოდ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთ-რუსეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას, სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას და რეგიონალური მნიშვნელობის საკითხებს.