ნ. ფაშინიანი. ევრაზიის უზენაესი ეკონომიკური საბჭოს რეგულარული სხდომა არნახული მოვლენა იყო
ევრაზიის ეკონომიკური კავშირში სომხეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ერევანში ევრაზიის ეკონომიკურმა საბჭომ გამართა რეგულარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სრ პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რფ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ–ტოკაევმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე ტიგრან სარგსიანმა. როგორც იუწყებიან სრ პრემიერ–მინისტრის აპარატიდან, ევრაზიის უზენაესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომას ასევე ესწრებოდა მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, დამკვირვებლის სტატუსით არსებული ქვეყნის ხელმძღვანელი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან როჰანი და სინგაპურის პრემიერ–მინისტრი ლი სიენ ლუ, მოწვეული ქვეყნების ხელმძღვანელთა სტატუსით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევრაზიის ეკონომიკური კავშირსა და სინგაპურის შორის ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას: ,,ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო ხელშეკრულებას და ,,თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებას.
სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის უზენაესი ეკონომიკური საბჭოს რეგულარულ სხდომას უპრეცედენტო ღონისძიება უწოდა, აღნიშნა რა, რომ საკავშირო სესიის ფარგლებში პირველად გაიმართა საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ეძღვნებოდა ევრაზიის კონტინენტის სატრანზიტო პოტენციალს. სხდომაში მონაწილეობდნენ განსაკუთრებული სტუმრები: ირანის იოსლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, სინგაპურის პრემიერ მინისტრი ლი სიენ ლუნი, მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი.
”შეხვედრა აღინიშნა მრავალი დოკუმენტის ხელმოწერით, რომლებიც ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხსნიან ახალ ჰორიზონტს წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ – ერთ ყველაზე ტექნოლოგიურ და მოწინავე ეკონომიკასთან, როგორიცაა სინგაპური. ეს გახდა კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი კავშირის განმტკიცებასა და მისი ეკონომიკური კავშირების გეოგრაფიის გაფართოების საქმეში.
ამის გარდა, სომხეთსა და სინგაპურს შორის გაფორმდება ხელშეკრულება ვაჭრობის, მომსახურებისა და ინვესტიციების შესახებ”.