მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ელჩი შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს

სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ელჩმა სადოიანმა მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ მისი მმართველობის პერიოდში  კიდევ უფრო გაღრმავებდა სომხეთ-საქართველოს  ურთიერთობები თავდაცვის სფეროში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს ძმურ  ურთიერთობებს საუკუნეების ისტორია გააჩნია  და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბრისას  მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს  რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშემწყობი ნაბიჯების განხორციელებას.

ნახეთ მეტი
Back to top button