ეკონომიკა

სომხეთსა და სინგაპურს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბიზნეს წრეებისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის. ავინიანი.

ევრაზიულ კავშირსა და სინგაპურს შორის, ისევე როგორც სომხეთსა და სინგაპურს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებები, სერიოზულ სტიმულს მისცემს სავაჭრო ბრუვას და ახალ პერსპექტივებს გაუხსნის ბიზნეს-წრეებს. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა  სინგაპურის უფროს მინისტრთან, თარმან შანმუგარატნამთან შეხვედრაზე, იუწყებიან ვიცეპრემიერ–მინისტრის კანცელარიიდან.

სინგაპურის წამყვანი გამოცდილების გათვალისწინებით, მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო ადმინისტრირების რეფორმის, დიგიტალიზაციის, ,,იმუშავე სომხეთო“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის დამკვიდრებას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

სინგაპურის მხარემ შესთავაზა სომხური დელეგაციის გაგზავნა FinTech ფესტივალში (Singapore FinTech Festival 2019), რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის ნოემბერში სინგაპურში, და რომელიც ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ამ სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button