ეკონომიკა

გახარია: ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე უნდა აისახოს

გახარიას აზრით, ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იმოქმედოს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ, რათა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გაძვირებული სესხები და ეკონომიკური სტაგნაციის საფრთხე…

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელებას 4,3%-მდე ვარაუდობდა, რაც არ გამართლდა, თუმცა, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5% შეადგინა.

„როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რათა 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ის აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას შეფასებით, ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტი „საკმაოდ დაბალანსებული” გამოდგა და მასში ასახულია „სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა”.

გახარიას აზრით, ასეთი დაბალანსებული მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი გამოწვევაა, მაგალითად – ლარის კურსი, რომელიც სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მოქალაქეების ყოველდღიურობაზე.

გასულ კვირას საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა – ეროვნულმა ბანკმა 27 სექტემბერის ოფიციალური კურსი 2,9808 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button