კულტურამთავარი

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

https://imedinews.ge ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს სახალხო არტისტ გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ imedinews-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს ტოლსტონოგოვის ქ.N6-ში გაიმართება. 

ქართველ კომპოზიტორს შაბათს, 5 ოქტომბერს 14.00 საათზე რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს 84 წლისა გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გია ყანჩელის შემოქმედება ისეთი ცნობილი კინოფილმებისა და სპექტაკლებისთვის დაწერილ კომპოზიციებს მოიცავს, როგორებიცაა „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III და სხვ. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერები: „ყვითელი ფოთლები“, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და სხვები.

ნახეთ მეტი
Back to top button