პოლიტიკა

დამტკიცებულია სრ ანტიკორუფციული სტრატეგია.

მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება „სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების  2019-2022 წლების ღონისძიებების პროგრამის დამტკიცების შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის მთავრობა.

”,,სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, სრ მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებად  განისაზღვრა უფრო მიზანმიმართული და რადიკალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კორუფციის საჯაროდ უარყოფა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შექმნა. ამავე დროს, მთავრობის პროგრამის მიხედვით, ბრძოლა უნდა განხორციელდეს როგორც სტრატეგიული ღონისძიებების განხორციელებით, ასევე ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემის შემუშავებისა და ტრანსფორმაციის გზით.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო კოორდინირებული გზით განხორციელების, ინსტიტუციური სტრუქტურისა და მომავალი წლების ანტიკორუფციული პრიორიტეტების ასახვის მხრივ მნიშვნელოვანია სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სტრატეგიის და მისი განხორციელების ღონისძიებების განსაზღვრა 2019-2022 წლებისთვის ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

სრ იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის მიღებით მოსალოდნელია სტრატეგიული მიდგომის შედეგად კორუფციის მაქსიმალური შემცირება,  ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემის განვითარება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფექტური მექანიზმების შექმნა.

ნახეთ მეტი
Back to top button