პოლიტიკა

ინიციატივამ ,,ავრორა“ მიიღო რომის პაპის სპეციალური კურთხევა.

ჰუმანიტარული ინიციატივის ,,ავრორას“  დელეგაციამ განსაკუთრებული კურთხევა მიიღო რომის პაპ ფრანცისკოსგან ვატიკანში ვიზიტის დროს. ინფორმაციას ავრცელებს Auroraprize.com-ი.

ვატიკანში ვიზიტს ესწრებოდნენ ფორუმ ,,ავრორას“ თანადამფუძნებლები: ნუბარ აფეიანი და რუბენ ვარდიანანი, ასევე მსოფლიო ჰუმანიტარული ყოველწლიური  პრემიის ,,ავრორას“ სამი ლაურეატი – ტომ კატინა, მარგარიტ ბარანკიცე და ჯო ლა აუნი. დელეგაცია ასევე შეხვდა წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, უწმინდესს კარდინალ პიეტრო პაროლინს.
ჰუმანიტარული ინიციატივა ,,ავრორა“, რომელიც შეიქმნა სომეხთა გენოციდს გადარჩენილთა სახელით და მათ გადამრჩენთა მადლიერების ნიშნად, ცდილობს შესაძლებლობა მისცეს დღევანდელ გმირებს სიცოცხლე და იმედი მიანიჭოს  მათ, ვისაც მსოფლიოს ყველა კუთხეში მკაცრად სჭირდება  ჰუმანიტარული დახმარება, ამგვარად განაგრძოს ჰუმანიტარული ჯაჭვი მთელ მსოფლიოში.

ინიციატივა აგრძელებს ძალისხმევას სიღარიბის შემცირების, ჯანმრთელობის გაუმჯობესების და განათლების უზრუნველსაყოფად მსოფლიოს ყველაზე დაუცველ და ყველაზე აქტუალურ თემებში.

14-21 ოქტომბერს სომხეთში გაიმართება პირველი ფორუმი ,,ავრორა“. ის გააერთიანებს მსოფლიოს სოციალური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული სფეროების საუკეთესო წარმომადგენლებს. ისინი იმსჯელებენ და შესთავაზებენ ახალ გადაწყვეტილებებს და შესაძლებლობებს მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button