ეკონომიკამთავარი

მაღალი ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩამოვა 2000-ზე მეტი სტუმარი. ნ. ფაშინიანი

ორი ათასზე მეტი სტუმარი ჩამოვა სომხეთში მაღალი ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

”უახლოეს დღეებში სომხეთში დაიწყება მსოფლიო საინფორმაციო კონგრესი, რაც ფართომასშტაბიანი მოვლენაა. ჩვენ გვეყოლება 2000-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის ოფიციალური დელეგაციები. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა სომხეთისთვის, რათა როგორც ტექნოლოგიურმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ აჩვენოს და ახალი იმპულსი მისცეს ტექნოლოგიის სექტორის განვითარებას მსოფლიო რუქაზე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესს დაესწრება საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიოს არაერთი მსხვილი კომპანია, რომელთა წლიური ბრუნვა მილიარდ დოლარს აღწევს.

სტუმრებს შორის იქნება კიმ კარდაშიანი, ალექსის ოჰანიანი, სერჟ თანკიანი და სხვები.

ნახეთ მეტი
Back to top button