
სომხური ატომური ელექტროსადგურისთვის სრულმასშტაბიანი სატრენინგო პროგრამის შემუშავება მომდევნო ორი წლის განმავლობაში დასრულდება. სასწავლო აღჭურვილობის განახლებას მხარს უჭერს აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრო. მისი აუცილებლობა განპირობებულია დროის მოთხოვნილებით და მიზნად ისახავს სომხური ატომური სადგურის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისაკენ. განახლდა ატომური ლექტროსადგურის სეისმიკური სისტემაც. ექსპლოატაციაში გადაეცა ამ სისტემის მესამე თაობა, განახლებული ციფრული სისტემით. ამის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად “სომხეთის რესპუბლიკა” ავრცელებს.
დავუმატებთ, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სომხური უსაფრთხოების სისტემით დაინტერესდა უზბეკეთი და ბანგლადეში, სადაც დაგეგმილია ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენება. სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტ „ჰაიატომ“-ის მიერ წამოყენებული წინადადებებით ასევე დაინტერესდნენ აშშ-ის ის სადილერო კომპანიები, რომლებიც აღჭურვილობით ამარაგებენ სხვადასხვა ატომურ ელექტროსადგურებს.