სომხეთს სურს გაზარდოს ენერგეტიკული თანამშრომლობა ირანთან ისე, რომ მან არანაირად არ შეუშალოს ხელი სხვა ურთიერთობების ნორმალურ განვითარებას. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
”ჩვენ ვიცით ირანის ირგვლივ შექმნილი კონიუნქტურა, ვიცით, რომ გვაქვს ირანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაზრდის სურვილი და ამის გაკეთება ისე უნდა შევძლოთ, რომ არ შევაფერხოთ ჩვენი სხვა ურთიერთობების ნორმალური განვითარება. და ამის გაკეთება უნდა მოხდეს ისე, რომ არ შეფერხდეს ირანის ურთიერთობების განვითარება სხვა მიმართულებით”, – თქვა მან.
ფაშინიანის თქმით, ამ პრობლემას აქვს მრავალი ნიუანსი, რომლებზეც საჭიროა მუშაობა და მხარეებს სურთ ერთად მოიძიონ სწორი გადაწყვეტილებები.