პოლიტიკა

აზერბაიჯანი არ არის კონსტრუქციული და არ სურს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. რუბინიანი

ილჰამ ალიევის პასუხმა, რომ ყარაბაღის ხალხი არ არსებობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხური მხარისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანი არ არის კონსტრუქციული და  არსებითად  არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. ამის შესახებ ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” წევრმა, პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომისიის  თავმჯდომარემ, რუბენ რუბინიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფლიქტს მხოლოდ მშვიდობიანი ამონახსნი  შეიძლება ჰქონდეს და ჩვენ გვსურს მივაღწიოთ ამას.  ამ საკითხის გადასაჭრელად უნდა შეთანხმდნენ ორი ვე ქვეყნის წარმომადგენლები.   უნდა ველოდოთ, რომ მოწინააღმდეგე მხარეც ასეთი აზრისაა, რადგანაც ასეთი საკითხის მოგვარება შეუძლებელია ოროვე მხარის თანხმობის გარეშე. ალიევის პასუხი გვჩვენებს, რომ იგი არ აღიარებს  ამ რეზოლუციას,  შესაბამისად, არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამას მხედველობაში მიიღებენ და შესაბამის დაკვნებს გააკეთებენ ”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button