მთავარიპოლიტიკა

არმენ სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის მოწვევით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

როგორც იუწყებიან პრეზიდენტის აპარატიდან, ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს სერბეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან – პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან, პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩთან, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მაია გოჯკოვიჩთან, სერბეთის პატრიარქთან, უწმინდესს ირინესთან. შეხვედრაზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხების ვრცელი სპექტრი, სომხეთ-სერბული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგში ასევე შედის ვიზიტები ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე შეხვედრები სერბეთის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button