სპორტი
არონიანი მონაწილეობას მიიღებს ჰამბურგის გრანდიოზულ საჭადრაკო ტურნირში
ცნობილი სომეხი მოჭადრაკე ლევონ არონიანი მონაწილეობას მიიღებს გრან პრის გათამაშებაში გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. გრან პრის მორიგი ტური ჰამბურგში 4-17 ნოემბერს გაიმართება.
20 მონაწილეს შორისაა ანში გირი (ნიდერლანდები), მაქსიმ ვაშიერი-ლაგრავი (საფრანგეთი), შაჰრიარ მამადიაროვი (აზერბაიჯანი), ვესლი სონი (აშშ), სერგეი კარიააკინი (რუსეთი), ჰაკარუ ნაკამურა (აშშ) და სხვები.
მანამდე კი არონიანი მონაწილეობას მიიღებს ოქტომბერში ევროპის ნაკრების ჩემპიონატში, რომელიც ჩატარდება ბათუმში.